Tuesday, October 16, 2018

კვლევის ანგარიში







სსიპ ქრისტეფორე III-ის სახელობის სურამის #4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლის თინათინ მეტრეველის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში





პროექტებით სწავლების მნიშვნელობა მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდის ხელშესაწყობად

































1


სარჩევი

თავი I

1.1   შესავალი---------------------------------------------------------------------------4

1.2   საკვლევი საკითხის მიმოხილვა------------------------------------------------4

1.3 პრობლემის აქტუალობის დასაბუთება-----------------------------------------4

1.4   ნაშრომის სტრუქტურა ----------------------------------------------------------5

თავი II

ლიტერატურის მიმოხილვა-----------------------------------------------------------6

თავი III

3.1 კვლევის დიზაინი---------------------------------------------------------------10

3.2   ძირითადი საკვლევი კითხვები-------------------------------- -------------10

3.3    სამიზნე ჯგუფი---------------------------------------------------------------- 12

3.4   კვლევის მეთოდები-------------------------------------------------------------12

3.5    მონაცემთა ანალიზი-------------------------------------------------------------13

3.6    მიგნებები-------------------------------------------------------------------------18

3.7 ინტერვენციები--------------------------------------------------------------------19

თავი IV

ქმედებების/ინტერვენციების შედეგების შეფასება

4.1       შედეგების შეფასება-------------------------------------------------------------20

4.2   ინტერვენციების შედეგები-------------------------------------------------------21

4.3    კვლევის ნაკლოვანებები----------------------------------------------------------21

4.4 რეკომენდაციები---------------------------------------------------------------------21



თავი V

დასკვნები

2


5.1 მიღებული შედეგები და დასკვნები----------------------------------------------22

5.2 მომავალი კვლევისათვის მნიშვნელოვანი საკითხები-------------------------23



თავი VI

6.1   ბიბლიოგრაფია---------------------------–----------------------------------------24

თავიVII

7.1   დანართი 1-------------------------------------------------------------------------25

7.2 დანართი 2-------------------------------------------------------------------------26















































3


თავი I

შესავალი




წინამდებარე ნაშრომი არის პედაგოგიური კვლევის ანგარიში. იგი ეძღვნება პროექტებით სწავლების მნიშვნელობას ინგლისური ენის გაკვეთილებზე მოსწავლეებში მოტივაციის ასამაღლებლად.

გამომდინარე იქიდან, რომ მოტივაცია სწავლის პროცესის მნიშვნელოვანი კომპონენტია, გადავწყვიტე ჩამეტარებინა კვლევა იმის შესახებ თუ როგორ აისახებოდა პროექტებით სწავლება მოსწავლეთა მოტივაციაზე. კვლევის ხანგრძლივობა იყო 6 თვე, ( 2017 წლის დეკემბრიდან 2018 წლის ივნისამდე); კვლევაში მონაწილეობა მიიღეს VI, VII და IX კლასების 31 მოსწავლემ.




საკვლევი საკითხის მიმოხილვა




მასწავლებლის უპირველესი ამოცანაა, მოახდინოს სასწავლო მასალის შინაარსისა და მოსწავლის ინტერესების თანხვედრა. მრავალფეროვანი გაკვეთილები იწვევს მოსწავლის ცნობისმოყვარეობის გაღვივებას, კითხვების დასმას, კვლევას, ცხოვრებისეულ მოვლენებთან თეორიის დაკავშირებას. ამ შემთხვევაში ის მეტი პასუხისმგებლობით მიუდგება თემას. მოსწავლეს ყოველთვის სურს, იპოვოს, ამოხსნას, შესაბამისად, მოტივაცია, მიაღწიოს დასახულ მიზანს, მაღალია. სწორედ ამიტომ მივიჩნიე, რომ პროექტების სახალისო აქტივობები, ვიდეო რგოლები, კონკურსები, განსხვავებულ სასწავლო გარემოს შეუქმნიდა ჩემს მოსწავლეებს და ეს სიახლე იქნებოდა მათი მოტივაციის გაზრდის საფუძველი.




პრობლემის აქტუალობის დასაბუთება

ჩემს პრაქტიკაშიც, გამოიკვეთა მოსწავლეებში მოტივაციის არქონა ამა თუ იმ შესასწავლი საკითხის თუ თემის მიმართ. დაკვირვებამ მოსწავლეთა ნიშნებზე, მათ ქცევებზე და დამოკიდებულებებზე წიგნში მოცემული სტანდარტული ტექსტების მიმართ დამაფიქრა იმ ხერხებზე და გზებზე, რომელიც უნდა განმეხორციელებინა

4


მოტივაციის ასამაღლებლად, მათი ინტერესების გათვალისწინებით. გამოიკვეთა პრობლემა, რომ მოსწავლეებს არქონდათ საკმარისი მოტივაცია და ინტერესი შეესწავლათ ესა თუ ის თემა საფუძვლიანად.

კვლევის მიზნად დავისახე გამომეკვლია გამომწვევი მიზეზები, რაც გამიყვანდა შედეგზე. გადავწყვიტე დახმარებისთვის მიმემართა კოლეგებისთვის, გამეგო მათი აზრი თუ რას შეიძლება გამოეწვია მოტივაციის ნაკლებობა მოსწავლეებში, რა უშლიდა ხელს მოსწავლეს მასალის სიღრმისეულად გააზრებაში. გამოიკვეთა რიგი საკითხები– პროექტებით სწავლების სიმცირე , მასალის სირთულე, რესურსების ნაკლებობა, ერთფეროვანი გაკვეთილები, მრავალრიცხოვანი კლასები, ინტერესის უქონლობა და ა.შ. ვარაუდები, რომელიც გამოითქვა კათედრის სხდომაზე, იყო რომ მოსწავლეებს არ მოსწონთ ერთფეროვანი სასწავლო გარემო, რუტინული აქტივობები, მათ მოსწონთ პროექტებით სწავლის პროცესი. ასეთ შემთხვევაში მათი მოსწრების და ჩართულობის ხარისხი მაღალია. გავითვალისწინე ჩემი კოლეგების გამოცდილება, ასევე დავიწყე დაკვირვება გაკვეთილზე, გავეცანი ლიტერატურას პროექტებით სწავლებაზე და მოტივაციის ამაღლებაზე. გადავხედე არსებულ კვლევებს, რომ უკეთ გავრკვეულყავი იმ პრობლემაში, რომლის გამოკვლევაც გადავწყვიტე. ნაშრომში განხილულია პროექტების მნიშვნელობა მოსწავლეებში მოტივაციის ასამაღლებლად და ამ პრობლემის გადასაჭრელად დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობები.



კვლევის მიზანი




წინამდებარე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ამოცანაა დადგინდეს რამდენად იყენებს მასწავლებელი პროექტებით სწავლების მრავალფეროვან მეთოდებს და უწყობს თუ არა ხელს ამგვარი ტიპის სწავლება მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას. კვლევის მიზნად განისაზღვრა მოსწავლეებში მოტივაციის დაქვეითების გამომწვევი მიზეზების დადგენა, შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვა, განხორციელება და მიღწეული შედეგების შეფასება.



ნაშრომის სტრუქტურა


ნაშრომი შედგება შვიდი თავისგან. I თავში მოცემულია საკვლევი საკითხის მიმოხილვა, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით პროექტებით სწავლების მნიშვნელობის გაცნობა და მოტივაციის აუცილებლობა, საკვლევი საკითხის

5


მიმოხილვა, კვლევის მიზანი და ამოცანები. II თავში მოცემულია სხვადასხვა ავტორის მონაცემები პროექტებით სწავლების აუცილებლობაზე მოტივაციისასამაღლებლად. III თავში განხილულია ძირითადი საკვლევი კითხვები, ინფორმაცია სამიზნე ჯგუფის შესახებ, მონაცემთა ანალიზი, მიგნებები და განხორციელებული ინტერვენციები. IV

თავში შეფასებულია ქმედებების/ინტერვენციების შედეგები და მოცემულია რეკომენდაციები.

V თავში დასკვნებია დადებული, VI თავში მოცემულია კვლევაში გამოყენებული წყაროები. VI I თავში მოცემულია დანართები კითხვარების.











თავი II

ლიტერატურის მიმოხილვა


სწავლების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივაციის

ამაღლება. გაკვეთილი უნდა იყოს საინტერესო, სახალისო, აქტიური და

მრავალფეროვანი.   მასწავლებელმა უნდა შექმნას თანამშრომლობითი და

არასტრესული გარემო, სადაც მოსწავლეები აკეთებენ ერთობლივ რესურსებს,

პროექტებს, ერთობლივად ასრულებენ დავალებებს. საგაკვეთილო პროცესში

შესაძლებელია მრავლად იყოს გამოყენებული მაგალითები ყოველდღიური

ცხოვრებიდან, ვინაიდან ითვლება, რომ ისტორიების ჩართვას საგაკვეთილო პროცესში

მოსწავლეთა ყურადღების მოზიდვა და შესაბამისად,

მოტივაციის ამაღლება შეუძლია. მოსწავლე მოტივირებულია, თუ მან ზუსტად იცის, რა მოლოდინი აქვს მასწავლებელს, რა არის მისი მიზანი და შეფასების ობიექტური კრიტერიუმი. შესაბამისად, მოსწავლე მოტივირებულია, რომ მიაღწიოს მიზანს. მოსწავლეზე ორიენტირებული საგაკვეთილო გარემო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომელიც მოსწავლის მოტივაციის ზრდას უზრუნველყოფს. მოსწავლე მუდმივად იღებს უკუკავშირს მასწავლებლისგან და მისთვის ტესტირების ან გამოცდის დღე არ არის წარმატების ან წარუმატებლობის განმსაზღვრელი.

"საგაკვეთილო პროცესის ვიზუალური წარმოდგენა გაკვეთილის ნაბიჯ-ნაბიჯ დაგეგმვაში მეხმარება. მთავარია, გაკვეთილზე გატარებული დრო სახალისო იყოს, რაღაც ისეთი მოხდეს, რაც ბავშვს არასდროს დაავიწყდება, ისიამოვნებს და თან გარკვეული უნარ-ჩვევის გააქტიურებასაც შეძლებს.”

6




სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ინტერესისა და მოტივაციის აღძვრა და შენარჩუნება სასურველი შედეგის მიღწევის ერთ-ერთი წინაპირობაა. ინტერესი და ხალისი გაკვეთილზე მოსწავლის თანამდევი განცდები უნდა იყოს. ხელშემწყობი გარემოს შესაქმნელად აუცილებელია, მასწავლებელი ითვალისწინებდეს მოსწავლეთა საჭიროებებს, ინტერესებსა და გატაცებებს. მისი ქცევა, გადმოცემის უნარი და

მოსწავლეებთან არაფორმალური ურთიერთობა, პოზიტიური, შედეგზე ორიენტირებული სასწავლო გარემო გადამწყვეტ როლს ასრულებს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში.

განათლების ფსიქოლოგები სწავლის მოტივაციის განხილვისას ორ ძირითად ფაქტორს გამოყოფენ – შინაგანსა და გარეგანს. შინაგანი მოტივაცია ამა თუ იმ საკითხის/საგნის შესწავლის სურვილიდან გამომდინარეობს. ის მოსწავლის თანდაყოლილ ინტერესებზე, კომპეტენციის ზრდისა და საკუთარი თავის სრულყოფის მოთხოვნილებაზეა დამოკიდებული. ასეთი მოსწავლის მიზანი ჯილდოსა თუ დადებითი შეფასების მიღება არ არის.

გარე ფაქტორებია, მაგალითად, უარყოფითი შეფასების ან სასჯელისთვის თავის არიდების სურვილი.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მასწავლებლებმა სწორედ შინაგანი მოტივაციის გასაძლიერებლად არ უნდა დაიშურონ ძალისხმევა, თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად პირიქით ხდება – სწორედ გარე ფაქტორების მეშვეობით ცდილობენ აამაღლონ მოსწავლეთა წარმატების მოტივაცია.

მნიშვნელოვანია, თითოეულ მოსწავლეს სწავლაზე ორიენტირებული საზოგადოების ნაწილად ვაგრძნობინოთ თავი, შევუქმნათ ღია, პოზიტიური ატმოსფერო საკუთარი მისწრაფებებისა და მონაცემების გამოსავლენად.

ამასთან დაკავშირებით განათლების ფსიქოლოგიის სპეციალისტები გვირჩევენ, მეტი ყურადღება მივაქციოთ მოტივაციის ზოგიერთ ფაქტორს. მაგალითად:

დადებითი უკუკავშირი

დადებით უკუკავშირად შეიძლება მივიჩნიოთ ქება, წახალისება, განმავითარებელი და არა განმსაზღვრელი შეფასება, რომელიც მოსწავლის მიღწევებს გაუსვამს ხაზს და არა მარცხს. განმავითარებელი შეფასება წარმოაჩენს მათ ყველა მიღწევას, თუნდაც ნაკლებმნიშვნელოვანსა და კომპლექსურს. ყოველგვარი წარუმატებლობა თუ შეცდომა კი უნდა შეფასდეს სწავლის განუყრელ კომპონენტად და განიხილებოდეს არა ნეგატიური, არამედ დადებითი კუთხით, ანუ შეცდომების გამოსწორების საშუალებად.

შესრულებადი ამოცანების დასახვა

სპეციალისტები გვირჩევენ, მოტივაციის ასამაღლებლად მოსწავლეებს დავუსახოთ მარტივი, შესრულებადი ამოცანები; ნაბიჯ-ნაბიჯ ავუმაღლოთ ცოდნა, შევძინოთ ესა თუ ის უნარი. კომპლექსური, ძნელად შესასრულებელი, დაუძლეველი ამოცანები სწავლის მოტივაციას მხოლოდ ვნებს.

რეალისტური, მოსწავლის ინტერესებზე დაფუძნებული თემატიკა

7


მოსწავლის შინაგანი მოტივაციის ასამაღლებლად მნიშვნელოვნად მიიჩნევენ კიდევ ერთ ფაქტორს: სასწავლო მასალა ზედმიწევნით უნდა ასახავდეს მათ რეალურ ცხოვრებას, შერჩეული უნდა იყოს ასაკისა და ინტერესების გათვალისწინებით.

არჩევანის უფლების მინიჭება

მოტივაციის სტიმულირებისას გადამწყვეტ ფაქტორად გვევლინება მოსწავლისთვის ერთგვარი ავტონომიის მინიჭება. მას უნდა ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება. მაგალითად, სასურველია, მოსწავლეს მსგავსი თემატიკის ტექსტებიდან, ამოცანებიდან და სხვ. ერთ-ერთის არჩევის უფლება უფლება ჰქონდეს. ამით მას სწავლის პროცესში თანამონაწილეობისა და ჩართულობის შეგრძნებასაც გავუღვივებთ.

კუთვნილების შეგრძნების გაღვივება

ვინაიდან კუთვნილების შეგრძნება ადამიანის ფუნდამენტური მოთხოვნილებაა, ამ შეგრძნების გაღვივება მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსწავლის შინაგანი მოტივაციის ასამაღლებლად. კვლევების თანახმად, მოსწავლეები, რომლებსაც სკოლისადმი, კლასისადმი, საზოგადოდ, აკადემიური გარემოსადმი კუთვნილების შეგრძნება აქვთ, გაცილებით უკეთ ართმევენ თავს სასწავლო პროცესს. მასწავლებლები, რომლებიც უქმნიან მოსწავლეებს ღია, თავისუფალ, მყუდრო, ენთუზიაზმსა და პოზიტიურ დამოკიდებულებაზე აგებულ სასწავლო გარემოს, ამით კუთვნილების შეგრძნებასაც უღვივებენ მათ.

მხარდაჭერაზე დაფუძნებული ურთიერთობა

მზრუნველობასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებული ურთიერთობა, რომელსაც მასწავლებელი უყრის საფუძველს, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია სწავლის მოტივაციის ასამაღლებლად. მასწავლებელს უნდა შეეძლოს აღსაზრდელებთან კომუნიკაცია, თანაგრძნობისა და სიმპათიის გამოხატვა.

“ურჩი” მოსწავლეებისთვის სასწავლო სტრატეგიების შემუშავება

დაბალი აკადემიური მოსწრებისა და სასწავლო გარემოსთვის შეუსაბამო ქცევის მქონე მოსწავლეთა ძირითად პრობლემას სწავლის დაბალი მოტივაცია წარმოადგენს. ასეთი მოსწავლეებისთვის მოტივაციის ასამაღლებლად საკმარისი არ არის სასწავლო პროცესის მსვლელობისას გამოჩენილი დამატებითი ძალისხმევა. წარმატების მიღწევა შესაძლებელია მართებული სასწავლო სტრატეგიების დასახვით, მაგალითად, ამა თუ იმ აქტივობის გეგმის შემუშავებით, ჩანაწერების გაკეთებით, შავი ნამუშევრის გადათეთრებით და სხვ. ამა თუ იმ აქტივობისთვის შესაფერისი სასწავლო სტრატეგიის შეთავაზებით მასწავლებელმა შესაძლოა საგრძნობი შედეგი მიიღოს მოსწავლის მოტივაციისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების კუთხით.






რა არის პროექტზე დაფუძნებული სწავლება?



8


ეს შეიძლება შევადაროთ ლიფტს, რომელიც პირველი სართულიდან ადის მეორეზე და ასე ადის შენობის ბოლო სართულამდე. პროექტზე დაფუძნებული სწავლება არის სცენა რომელშიც კარგად არის წარმოდგენილი გადასაჭრელი პრობლემა და მოსწავლეები ეძებენ მისი გადაჭრის გზებს. მოსწავლეები წარმოგვიდგენენ პრეზენტაციას, თუ რა ისწავლეს პროექტის დასრულების შემდეგ.

უფრო ზუსტად კი პროექტზე დაფუძნებული სწავლება არის მიმდინარე სასწავლო პროცესი რომელშიც ერთიანდება რამდენიმე სასკოლო საგანი. მოსწავლეები იძიებენ ინფორმაციას (პრობლემა შეიძლება იყოს ადგილობრივი, გლობალური). მოცემული პრობლემის შესაძლო გადაჭის გზების პოვნის შემდეგ აკეთებენ მულტიმედია პრეზენტაციებს მოძიებული მასალების პრეზენტაციისათვის 21-ე საუკუნის იარაღების გამოყენებით. მოსწავლეები გვიჩვენებენ რა ისწავლეს, როგორ ითანამშრომლეს ერთმანეთთან, აფასებენ ერთმანეთს და საკუთარ თავს.

ეს განმარტება გავს წინა განმარტებას და როგორც ხედავთ პროექტებზე დაფუძნებული სწავლება არის შესანიშნავი იარაღი მასწავლებლისთვის გამოიყენოს თავის მათოდები ამ პროექტების განხორციელების პროცესში და ასევე ძალაინ კარგი საშუალაბაა მოსწავლეებისთვის ისწავლონ ამ მეთოდით.

მიუხედავად იმისა რომ ეს პროცესი ყოველდღიური სასწავლო პროცესის კავშირში არ არის, პროექტზე დაფუძნებული სწავლება ბევრ უნარ-ჩვევას ავითარებს მოსწავლეებში.


პროექტზე დაფუძნებული სწავლება ძალიან გავს ზღაპრის მოყოლას. როგორც ზღაპარს მასაც სჭირდება ატმოსფერო, გაკვეთილი გავს ზღაპარს პრობლემის შესახებ რომელიც უნდა გადაიჭრას ან აქტივობა რომელიც უნდა განვითარდეს. სწავლება გრძელდება სანამ არ მივალთ პრობლემის გადაჭრის გზამდე.

ყვალაფრის შემდეგ ეს არის ძეგლი რომელიც გამყარებული მოსწავლეების შეხედულებებით და მათ მიერ შემუშავებილი იდეებით რომელიც ჩამოუყალიბდათ სწავლის პროცესში და ახდენენ ამ ნასწავლის პრეზენტაციას.

პროექტზე დაფუძნებული სწავლება ეფუძნება შემდეგ აქტივობებს:

·          როლური თამაში

·          რეალური სამყაროს სცენები

·          შერეული ჟანრები

9


·          მოსმენითი ჟანრები

·          ავთენტური შეფასება

·          ავტთენტური აუდიტორია

·          რეალურ სამყაროში ჩატარებული ექსპერიმენტების შემოტანა საკლასო ოთახში

·          მრავალჯერადი უნარების შესაფასებელი აქტივობები

·          სხვადასხვა საგნების კვლევა და გაგება

·          მოსწავლეთა მიერ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა

·          თანამშრომლობა

·          კომუნიკაცია სხვადასხვა მეთოდით (წერა, ზეპირი საუბარი, ვიზუალური პრეზენტაციები და ა. შ.)

პროექტზე დაფუძნებული სწავლება ზრუნავს განვახორციელოთ ჩვენი მისია მივცეთ განათლება ყველას. ის ყოველთვის გვახსენებს რომ მოსწავლეები მოვამზადოთ მომავალი ცხოვრებისთვის.




თავი III

კვლევის დიზაინი






ძირითადი საკვლევი კითხვები




კვლევის მთავარი კითხვა იყო, თუ რა იწვევდა მოსწავლეებში მოტივაციის დაქვეითებას და შეუწყობდა თუ არ ხელს პროექტებით სწავლება ამ პრობლემის მოგვარებას? აღნიშნული პრობლემების მიზეზების დადგენაში დამეხმარა შემდეგ ქვეკითხვებზე პასუხის გაცემა:




1.      რამდენად ინტენსიურად იყენებენ მასწავლებლები პროექტებზე დაფუძნებულ სწავლებას?

2.      ითვალისწინებს თუ არა მასწავლებელი მოსწავლეთა ინტერესებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში?

3.      ერთობლივად მუშაობენ თუ არა პროექტის გეგმაზე?

4.      რამდენად შესაძლებელია საგანთაშორისი კავშირების დანახვა?

10


5.      რამდენად ახდენენ მოსწავლეები კონფლიქტების მართვას და კონსენსუსის მიღწევას.

6.      შეიმჩნევა თუ არა მოტივაციის ცვლილება პროექტებით სწავლების დროს?

7.      რამდენად უმჯობესდება სწავლის ხარისხი პროექტებით სწავლების დროს?

8.      მასწავლებელი ითვალისწინებს თუ არა მოსწავლეთა ასაკს, საჭიროებებს?

9.      რამდენად აქვს მასწავლებელს მოსწავლესთან მხარდაჭერაზე დაფუძნებული ურთიერთობა? (კომუნიკაცია, თანაგრძნობა და სიმპათია)





ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მასწავლებელი ვალდებულია:



მუხლი 5. საბაზო საფეხურის მისია

საბაზო საფეხურის მისიაა საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება, მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა, მოსწავლის დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარება, აქტიური მოქალაქის ფორმირების ხელშეწყობა და საფუძველების შექმნა განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის ან შრომითი საქმიანობისთვის.

მუხლი 13. მოსწავლის მოტივაციის გაზრდა

სკოლა ორიენტირებული უნდა იყოს მოსწავლის მოტივაციის გაზრდაზე. მოსწავლე უნდა ხედავდეს დავალების მიზანს, მის საჭიროებას, კავშირს სკოლაში მიმდინარე საქმიანობასა და სკოლის გარეთ მიმდინარე ცხოვრებას შორის.

მუხლი 15. მოსწავლეთა ჩართულობა

მასწავლებელმა უნდა უზრუნველყოს მოსწავლეთა თანაბარი ჩართულობა სასწავლო პროცესში. მოსწავლეები არა მხოლოდ აქტიურად უნდა მონაწილეობდნენ განათლების მიღების პროცესში, ასევე საშუალება უნდა ჰქონდეთ ერთმანეთს დაეხმარონ და მონაწილეობა მიიღონ თანატოლების სწავლა-სწავლების პროცესშიც.




ინფორმაცია სკოლის შესახებ

სურამის #4 საჯარო სკოლაში სწავლობს 427 მოსწავლე და მუშაობს 38 პედაგოგი. მათგან 18 უფროსი მასწავლებელია, სამი კი წამყვანი. სკოლა აღჭურვილია კომპიუტერული ლაბორატორიით და ინტერნეტით. ასევე აქვს კეთილმოწყობილი სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა და გარეთა ეზო. თუმცა კომპიუტერები მოძველებულია, სკოლა განიცდის ინგლისური ენის ეფექტური სწავლებისთვის საჭირო რესურსების ნაკლებობას.




11


სამიზნე ჯგუფი


სწავლა-სწავლების პროცესში მნიშვნელოვანია მოსწავლის დაინტერესება შესასწავლი საკითხით და მოტივაციის ქონა ამ საკითხის შესასწავლად. დავინტერესდი ამ საკითხით, მოვიძიე დამატებითი ლიტერატურა, ინგლისურის მასწავლებლებთან ერთად დავიწყე მსჯელობა, თუ რა იწვევს მოსწავლეებში მოტივაციის არ არსებობას. გამოიკვეთა რიგი საკითხები. შევჩერდი პროექტებით სწავლებაზე მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლების მიზნით; გადავწყვიტე ამ საკითხზე პრაქტიკული კვლევის ჩატარება სურამის #4 საჯარო სკოლის მე-6, მე-7 და მე-9 კლასის მოსწავლეებში, 2017 სასწავლო წლის დეკემბრიდან 2018 წლის ივნისამდე. პრობლემის მიზეზების კვლევის პროცესში ასევე ვთანამშრომლობდი დირექციასთან.


კვლევის მეთოდები




საკვლევ საკითხზე პასუხის გასაცემად მონაცემთა შეგროვების მეთოდებად გამოვიყენე შერეული თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდები:

ფოკუსირებული დაკვირვება.

ფოკუს -ჯგუფი,

წერილობითი გამოკითხვა.





ფოკუსირებული დაკვირვება-განხორციელდა ფოკუსირებული დაკვირვება VI, VII, IX კლასებში ინგლისური ენის გაკვეთილებზე, კერძოდ, რამდენად უწყობდა ხელს eTwinning-ის პროექტები მოსწავლეთა ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში და იზრდებოდა თუ არა მათი მოტივაცია? სამივე კლასის მოსწავლეები ჩავრთე ონლაინ პროექტში, სადაც მოსწავლეებთან ერთად შევადგინე სამოქმედო გეგმა, პროექტის მიზნები იცვლებოდა თვეში ერთხელ, განვახორციელეთ კლასგარეშე აქტივობები, ჩავწერეთ ინტერვიუები, გავაკეთეთ ელექტრონული რესურსები, ვითანამშრომლეთ ერთმანეთთან. განსხვავებულმა და მრავალფეროვანმა სასწავლო გარემომ გაზარდა მოსწავლეებში მოტივაცია, დიდი ხალისით ჩაერთნენ სხვადასხვა აქტივობაში და შესაბამისად გაიზარდა სწავლის ხარისხი.




12


ფოკუს–ჯგუფში მონაწილეობას ღებულობდა 20 მოსწავლე, შეირჩა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ჩატარების მიზანი იყო გამერკვია, რა შეიძლებოდა ყოფილიყო მიზეზი მათი მოტივაციის დაქვეითებისა, იწვევდა თუ არა ინტერესს პროექტებით სწავლება; გამეგო მათი აზრი აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით. რაც დამეხმარა კვლევის სწორად წარმართვაში და კითხვარის მომზადებაში.

წერილობითი გამოკითხვა–შევადგინე სხვადასხვა სახის კითხვარი

,მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის. დავიცავი ანონიმურობა, იმ მიზნით რომ გამოკითხვა ყოფილიყო გულწრფელობაზე, სანდოობაზე და სიზუსტეზე დამოკიდებული. მოსწავლეთა გამოკითხვის მიზანი იყო დამედგინა, რამდენად აძლევდა პროექტები მათი უნარების რეალიზების საშუალებას, ითვალისწინებდა თუ არა მასწავლებელი პროექტზე მუშაობისას მათ ასაკს, შესაძლებლობებსა და საჭიროებებს. რამდენად ეფექტურია და ზრდის თუ არა პროექტები მათ მოტივაციას, უწყობდა თუ არა ის ხელს საგნობრივი ცოდნის გაღრმავებას. მასწავლებელთა გამოკითხის მიზანი იყო გამერკვია, რა არის ხელისშემშლელი ფაქტორი პროექტებით სწავლების დროს, რა უპირატესობები აქვს ამ ტიპის სწავლებას, იზიარებენ თუ არა კოლეგების გამოცდილებას და შეიმჩნევა თუ არა მოტივაციის ზრდა პროექტზე მუშაობის პროცესში. განისაზღვრა ვადები და ამოცანები.

მონაცემთა ანალიზი

ამ თავში განხილულია მონაცემთა შეგროვების თითოეული მეთოდის გამოყენებით მიღებული მნიშვნელოვანიინფორმაციის ანალიზი.
 






სქესი

ასაკი

საფეხური
ბიჭი
გოგო
12წლის
13
15 წლის
დაწყებითი და საბაზო



წლის


14
17 მოსწავლე
10
9
12
31 მოსწავლე
მოსწავლე
 




პრობლემის უკეთ გარკვევისთვის შევქმენი ფოკუს-ჯგუფი, რომლის მიზანი იყო, მოსწავლეებს დაენახათ პრობლემა, თვითონ მიეღოთ მონაწილეობა თავიანთ პრობლემის გადაჭრაში და ამით დამხმარებოდნენ მე შემდგომ კვლევაში. წინასწარ შემუშავებული კითხვების გათვალისწინებით წარვმართე მათთან შეხვედრა. ბავშვები თვითონვე აღიერებენ, რომ ერთფეროვანი სასწავლო გარემო მათთვის მოსაწყენია. გამოიკვეთა მათი მოთხოვნები: საინტერესო გაკვეთილები, მეტი მრავალფეროვნება სასწავლო პროცესში, ფიზიკური გარემოს შეცვლა, მათი ინტერესების გათვალისწინება


13


ახალი მასალის ახსნისას, რაც გავლენას ახდენს მათი აზრით მათ მოტივაციაზე, სურთ მასწავლებლების მხრიდან მეტი რესურსის გამოყენება და მათი ჩართვა პროექტებში;

მაინტერესებდა ჩემი კოლეგების აზრი არსებულ პრობლემის შესახებ, გამეგო რას ფიქრობდნენ ისინი აღნიშნულ პრობლემაზე. მასწავლებლებმა ერთხმად აღიარეს, რომ სკოლაში არ არის საკმარისი რესურსი, მათ უჭირთ ინფორმაციის მოძიება, ახალი რესურსის შექმნა, ისინი მზად არიან გაიზიარონ სხვა პედაგოგების გამოცდილება, გაიარონ შესაფერისი ტრენინგები. ისინი ერთხმად აღიარებენ რომ ბავშვების ჩართვა პროექტებში ხელს შეუწყობს მოსწავლეთა დაინტერესებას, მოტივიციის გაზრდას;

მოსწავლეებს შევავსებინე კითხვარი, რომელიც დამეხმარა შემდეგი მონაცემების დადგენაში:

. მოსწავლეთა 61%-ს მოწონს პროექტებზე მუშაობის პროცესი, 25%-ს ნაწილობლივ მოწონს, ხოლო 14%-ს არ მოწონს.


SALES

 მოწონს    ნაწილობრივ მოწონს    არ მოწონს


14%






25%

61%








მოსწავლეთა 55% ფიქრობს, რომ პროექტებზე მუშაობა აძლევს მათ შესაძლებლობების და უნარების რეალიზების საშუალებას. 25% მიიჩნევს რომ ნაწილობრივ აძლევს, 20%-ის აზრით არ აძლევს.









14


პროექტები უნარების რეალიზების

საშუალებას...





20%

 იძლევა
55%
 ნაწილობრივ იძლევა
25%
 არ იძლევა









მოსწავლეთა 70% მიიჩნევს რომ მნიშვნელოვანია მათი ინტერესების და საჭიროებების გათვალისწინება პროექტების დაგეგმვის დროს. 16% მიიჩნევს, რომ ნაწილობრივ მნიშვნელოვანია, 14% კი ფიქრობს, რომ არაა მნიშვნელოვანი.

ინტერესების გათვალისწინება

 მნიშვნელოვანია      ნაწილობრივ მნიშვნელოვანია      არ არის მნიშვნელოვანი


14%




16%




70%








. საინტერესოა რა იწვევს მოსწავლეების ინტერესს გაკვეთილზე?





15












































































































ახალი მასალა
ციფრული რესურსები
სიმულაციური
თვალსაჩინოებები








ამოცანები







Series 1

Series 2


Series 3































მოსწავლეთა უმრავლესობა 80% თანხმდება იმაზე, რომ პროექტები ხელს უწყობს მათი მოტივაციის ზრდას და ახლის გაგების სურვილს, 15% მიიჩნევს, რომ ნაწილობრივ უწყობს, მხოლოხ 5% ფიქრობს რომ არ უწყობს.


SALES

 ხელს უწყობს     ნაწილობრივ უწყობს     არ უწყობს

5%

15%










80%







16


. საინტერესოა რას ფიქრობენ მოსწავლეები ცოდნის გაღრმავების შესახებ პროექტებზე მუშაობისას.




არ არღმავებს









აღრმავებს
ნაწილობრივ

აღრმავებს









. კითხვაზე თუ როგორი ტიპის პროექტები მოწონთ, მოსწავლეებმა ასეთი პასუხები გასცეს:

SALES

 ისტ-ით გამდიდრებული   ონლაინ პროექტები   ინოვაციური   პროექტგაკვეთილები


15%
20%






25%




40%





. მოსწავლეთა 50% მიიჩნევს რომ პროექტებით სწავლება ავითარებს კომპიუტერზე მუშაობის უნარებს, 36% ფიქრობს, რომ ნაწილობრივ ავითარებს, 14%-ის აზრით კი -არ ავითარებს.

17


პროექტები ICT-ის უნარებს...




არ ავითარებს

16%


ავითარებს







ავითარებს

ნაწილობრივ
50%










ავითარებს



ნაწილობრივ ავითარებს





34%



არ ავითარებს





































მიგნებები




მონაცემთა ანალიზისას გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება:




·         მოსწავლეთა უმრავლესობას სურს, რომ პროექტები იყოს მათთვის სასურველ თემატიკაზე;

·         ყველა საგანში ანხორციელებდნენ პროექტებს;

·         გამოცდილების გაზიარების ნაკლებობა პედაგოგებს შორის.

·         მოსწავლეთა დაბალი ჩართულობა და მოტივაციის დეფიციტი.






18


ჩატარებული გამოკითხვისა და დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ მოსწავლეები უფრო აღელვებთ ნიშნები, თუმცა შესასწავლი მასალისადმი ინტერესი და მოტივაცია ნაკლები აქვთ; აუცილებელი იყო სწავლის პროცესის გამრავალფეროვნება პროექტებით ,რომ მათი ჩართულობის დონე და ინტერესი გაზრდილიყო.



მასწავლებლებთან ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მასწავლებლებს შორის არ ხდება ინფორმაციის ხშირი გაცვლა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, მასწავლებლები ინდივიდუალურად ცდილობენ სწავლების პროცესში წარმოქმნილი პრობლემებისმოგვარებას, არ ხდება მათ მიერ მიღებული გამოცდილების ერთმანეთთან განხილვა და გაზიარება.

მოსწავლეთა და მასწავლებელთა გამოკითხვიდან ასევე გამოვლინდა რომ გაკვეთილზე არის მოსწავლეთა დაბალი ჩართულობა. ისინი მხოლოდ გაკვეთილის დასწავლით შემოიფარგლებიან, არ ხდება მათი დაინტერესება, თემის სხვაგვარი დანახვა/გააზრება, ინფორმაციის მოძიება, ცოდნის დაკავშირება მათ საჭიროებებთან;

კვლევისას ასევე გამოვლინდა, რომ ხდება მოსწავლეთა დაინტერესება პროექტებით სწავლების დროს, მოსწავლეები აღნიშნავდნენ, რომ ფლობენ სხვადასხვა კომპიუტერულ უნარებს და პროექტებით მათ ეძლევათ შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება.



ქმედებები/ინტერვენციები

ამ თავში განვიხილავ ინტერვენციის შესაძლო ვარიანტებს, განხორციელებულ ცვლილებებს და მათ შეფასებას, ასევე შემუშავებულ რეკომენდაციებს.

კვლევის პროცესში მიღებული ინფორმაციისა და მონაცემების ანალიზის საფუძველზე, შევიმუშავე ინტერვენციის რამდენიმე ვარიანტი:

^  პროექტზე დაფუძნებული სწავლების მნიშვნელობის გაცნობა პედაგოგებისთვის ეროვნულისასწავლო გეგმის მიხედვით .

^  თანამშრომლობის გაღრმავება კლასში შემსვლელ პედაგოგებს შორის და გამოცდილების გაზიარება.

^  პროექტის განხორციელების სხვადასხვა ტექნიკის გაცნობა და შემდეგ მისი გამოყენება.




19


^  დაკვირვება სწავლისადმი დამოკიდებულების ცვლილებაზე, კერძოდ რამდენად გაიზრდება მათი ინტერესი, ჩართულობის ხარისხი და მოტივაცია პროეტებით სწავლების დროს;

არსებული ინფორმაციის გაცნობის შემდეგ მიზნად დავისახე, შევხვედროდი კოლეგებს, სადაც მოხდებოდა პედაგოგების მიერ გამოცდილების ერთმანეთთან გაზიარება.შევავსებინე კითხვარი იმის შესახებ, რამდენად ხშირად აკეთებენ პროექტებს, რა უპირატესობები აქვს პროექტებით სწავლებას, რა უნარებს უვითარებს პროექტები მოსწავლეებს, შეიმჩნევა თუ არა მოსწავლეებში მოტივაციის ზრდა. განვიხილეთ, რომ პროექტებით სწავლება ეფექტურია მოსწავლეებში ინტერესის გასაღვივებლად, მთვარია პროექტი იყოს საინტერესო და მორგებული მოსწავლეთა საჭირობებზე...

გამოცდილების ერთმანეთთან გაზიარებამ ხელი შეუწყო თანამშრომლობითი გარემოს ჩამოყალიბებას კოლეგებს შორის;

განვახორციელე ონლაინ პროექტი -,,My school side-light”, სადაც 3 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. მუშაობის პროცესში ვამჩნევდი მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას, ინტერესს, ჩართულობას, სიახლეებისადმი მზაობას. აღმოჩნდა, რომ მოსწავლეთა ჩართულობა გაიზარდა. მათ დაინტერესება პროექტებით აშკარა იყო, ხალისით აითვისეს/ გაიგეს მასალა. ჩანდა, რომ მათ მოეწონათ მრავალფეროვანი გაკვეთილები. ამან მეც და დამსწრე პედაგოდებიც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა პროექტებით სწავლების მნიშვნელობაზე მოტივაციის გაზრდის ხელშესაწყობად.

ვფიქრობ,რომ პრობლემის ძირითადი მიზეზები დადგინდა და ზემოთ

აღნიშნული ინტერვენციების განხორციელება ამ პრობლემის გადაჭრაში დამეხმარა.



თავი IV




ქმედებების/ინტერვენციების შედეგების შეფასება




შედეგების შეფასება

ჩემი შეფასების მიზანს წარმოადგენდა, გამეგო:

^  რამდენად უწყობს ხელს პროექტებზე მუშაობა მოტივაციის ზრდას.


20


^  გაიზრდებოდა თუ არა მოსწავლეებში ჩართულობის ხარისხი

^  იზიარებენ თუ არა პედაგოგები ერთმანეთის გამოცდილებას.




ინტერვენციის შედეგები:

v  პედაგოგთა გამოცდილების გაზიარება.

v   მრავალფეროვანი გაკვეთილები.

v   რესურსების გამოყენება გაკვეთილზე.

v   მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება.

v   მოსწავლეთა ჩართულობის მაჩვენებლის ზრდა.

v   მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდა, ჩართულობა.

v   აკადემიური მოსწრების ამაღლება.






კვლევის ნაკლოვანებები

კვლევის ნაკლოვანებად შეიძლება ჩაითვალოს ის რომ ვერ მოხერხდა მოსწავლეების მხრიდან სრულყოფილი პასუხების ჩამოყალიბება, რადგან ზოგიერთ მათგანს გაუჭირდა ღია კითხვებზე არგუმენტურებული პასუხის გაცემა. კოლეგების ნაწილს არ ქონდა პროექტებით სწავლების გამოცდილება, ამიტომ გაუჭირდათ ზოგიერთ კითხვაზე სრულფასოვანი პასუხის გაცემა.



რეკომენდაციები

. მასწავლებელმა ხშირად მისცეს მოსწავლეებს ისეთი დავალებები, რომლებიც მოსწავლის ინტერესებს, ასაკს, შესაძლებლობებს და საჭიროებებს ითვალისწინებს.

. მასწავლებლებს მიეცათ რეკომენდაციები გაიარონ მასწავლებლის სახლის მიერ ორგანიზებული შესაბამისი ტრენინგები.

. გაეცნონ ლიტერატურას პროექტებით სწავლების შესახებ.

. გაიზიარონ სხვა პედაგოგების გამოცდილება.




21


. აღნიშნული კვლევის გამოყენება შეუძლია ყველა იმ მასწავლებელს, ვის კლასშიც დგას მოტივაციის დაქვეითების პრობლემა.




თავი V

დასკვნები

მიღებული შედეგები და დასკვნები

კვლევის შედეგები: მონაცემთა ანალიზისა და განხორციელებული ინტერვენციების შეფასების საფუძველზე დადგინდა, რომ ამაღლდა მოსწავლეთა მოტივაცია, გაუმჯობესდა სწავლის შედეგები და გაიზარდა მოსწავლეთა ჩართულობა სასწავლო პროცესში, განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა ეს, როდესაც მოსწავლეები აქტიურად ჩავრთე eTwinning-ის ონლაინ რესურსებში.

დასკვნა: მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ საჭიროა კომპლექსური ცვლილებები განხორციელდეს სასწავლო რესურსებთან მიმართებაში საჯარო სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ყურადღება მიექცეს სასკოლო ლაბორატორიის ახალი კომპიუტერებით აღჭურვას და ინტერნეტთან შეუფერხებელ წვდომას;

ჩემი    ანალიზიდან    გამომდინარე,    სწავლა-სწავლების    პროცესის     ეფექტურად



წასამართად, მნიშვნელოვანია მასწავლებელმა შესთავაზოს მრავალფეროვანი აქტივობები და პროექტები, რაც შესამჩნევად მოტივაციას და გაუმჯობესდება სწავლის ხარისხი.




მოსწავლეებს გაზრდის მათ




მოსწავლეთა ზედაპირული ცოდნის თავიდან აცილება შესაძლებელია თუ გაკვეთილების იქნება მრავალფეროვანი, მოსწავლეებს ჩავრთავთ პროექტებით სწავლების პროცესში, რაც ხელს შეუწყობს საკითხის სხვა მხრიდან დანახვას, აღქმას, პროექტებზე მუშაობა ხელს შეუწყობს კლასში სხვადასხვა ინტელექტის მოსწავლეების ჩართულობის გაზრდას, დაინტერესებს, ასევე ხელს შეუწყობს გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას, რაც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს მასალა უკეთ გაიაზრონ, შეადარონ, დაყონ, გაფილტრონ, ანალიზი გააკეთონ, რაც თავის მხრივ საწინდარია ბლუმის მაღალ სააზროვნო უნარებზე გასვლის. მოსწავლეს აინტერესებს საგანი, ჩართულია, უჩნდებათ მეტის გაგების, ინფორმაციის მოძიების სურვილი, შეასაბამისად მათი აკადემიური დონე იზრდება;


22


მასწავლებლის მიერ სწორად შერჩეულ პროექტის მიზნები, რომელიც მორგებულია მოსწავლეთა საჭიროებაზე, გათვალისწინებულია მოსწავლეთა ასაკობრივი დონე, მათ თავისებურები, ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდას, მათ დაინტერესებას გაკვეთილით. გაკვეთილი აღარ არის ერთფეროვანი, მოსაწყენი. ხდება მათი უნარების მრავალმხრივ განვითარება, საკითხის სხვა ჭრილში დანახვა, რაც უპირველეს ყოვლისა არის ეროვნული სასაწავლო გეგმით გათვალისწინებული. გარდა ამისა, შევიძინე გამოცდილება, მოხერხდა მდგომარეობის გაუმჯობესება .



მომავალი კვლევისათვის მნიშვნელოვანი საკითხები

იმისათვის, რომ სწავლა/სწავლების ხარისხი იყოს ეფექტური, საინტერესო და მრავალფეროვანი, გაიზარდოს მოსწავლეთა ჩართულობა და მოტივაცია, შემდეგი საკითხებიდან გამოვიკვლევ ერთ-ერთს:

რესურსებით სწავლების ეფექტიანობა;

ICT-ის უნარების დადებითი მხარეები;

ლექსიკური მარაგის გამდიდრების სტრატეგიები;

გრამატიკის ცოდნის დონის ამაღლება.































23


თავი VI

ბიბლიოგრაფია

1.       ეროვნული სასწავლო გეგმა 2017 წ. http://www.etaloni.ge/geo/main/index/1580

2.      „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი“ ნაწილი II.


3.      „მასწავლებლის წიგნი“-ავტორები: მარინე ჯაფარიძე, მაია ფირჩხაძე,მანანა ბოჭორიშვილი 2013წ.


4.     ჯეფერი მილსი (2007), სამოქმედო კვლევა (სახელმძღვანელო მკვლევარი პედაგოგებისთვის), მესამე გამოცემა.









რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ

     მეექვსე, მეშვიდე და მეცხრე კლასში ჩავატარე  პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა: ,,პროექტებით სწავლების მნიშვნელობა მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდის ხელშესაწყობად“.
        კვლევა განხორციელდა 2017-2018  სასწავლო წელს, გრძელდებოდა 6 თვის განმავლობაში. მოსწავლეთა  გამოკითხვა-ანკეტირება  ვაწარმოე  წერილობითი ფორმით,  ასევე  კოლეგებისთვის შევადგინე კითხვარი, რათა გამეზიარებინა მათი აზრი და გამოცდილება პროექტებით სწავლების შესახებ. ვაკვირდებოდი  გაკვეთილებს  და  ვაკეთებდი ჩანიშვნებს.  საინტერესო იყო მათი  მოსაზრებების გაცნობა. შევიმუშავე შემდეგი ინტერვენციები: მოსწავლეები ჩავრთე ითვინინგის პროექტებში, ერთად შევქმენით თვალსაჩინო თუ ციფრული რესურსები;  აქტივობების გამრავალფეროვნებამ და განსხვავებულმა სასწავლო გარემომ დამანახვა, რომ მოსწავლეების მოტივაცია საგრძნობლად გაიზარდა.
 კვლევის შედეგების გაზიარება საინტერესო აღმოჩნდა კოლეგებისთვის, დაინტერესდნენ შედეგებით  და გაუჩნდათ სურვილი საკუთარი პრაქტიკის კვლევა  განახორციელონ  საკუთარი პედაგოგიური  საჭიროებიდან  გამომდინარე.
   უკუკავშირი იყო დადებითი...  მათ  გაიზიარეს ჩემს რეკომენდაციები.  მომცეს რეკომენდაცია რომ  უკეთესი იქნებოდა  კვლევაში  ყოფილიყო  მეტი  სქემები  და გრაფიკები... და კვლევისთვის დამერთო  ფოტო-მასალა.  გავითვალისწინე კოლეგების  რეკომენდაციები,  ვეცადე გამემდიდრებინა სქემებით და ფოტო მასალით.
მომავალ წლებში გავითვალისწინებ მიღებულ გამოცდილებას და შედეგებს, ასევე გავიზიარებ სხვა პედაგოგების  გამოცდილებას.
კვლევის ამსახველი ფოტო მასალა იხილეთ ჩემს ბლოგზე:
თინათინ მეტრეველი

12.06.2018
















24